მთავარი

მიმდინარე პროექტები


ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები

ჩვენს შესახებ


ჩვენს შესახებ ინფორმაცია

ფოტო გალერეა


ფოტო გალერეა

ფონდი მედინვესტი დაარსდა 2013 წელს. ფონდი მიზნად ისახავს ქართული მედიცინის მიღწევების პოპულარიზაციას რეგიონში და ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების ხელმისაწვდომობის გაზრდას ქართველი ექიმებისთვის. რაც ხელს შეუწყობს, როგორც ქართველი ექიმების პოპულარიზაციას რეგიონში ასევე სამედიცინო ტურიზმის განვითარებას საქართველოში. დასახული მიზნის მისაღწევად, გარდა ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობისა, ფონდი, წამყვან ქართველ მეცნიერებთან ერთად, ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო სიმპოზიუმებს საქართველოში, რომლის სპიკერებადაც ჩამოჰყავს შესაბამისი დარგის, მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები. 2014 წელს საერთაშორისოდ აღიარებული ექიმ უროლოგის, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის თაოსნობით ფონდმა მოიპოვა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტი და თბილისში ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს კვლავ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ხელმძღვანელობით ფონდმა მოიპოვა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მეორე გრანტი და შემოდგომაზე გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელსაც დაესწრება მსოფლიოს წამყვან უროლოგთა და ონკოლოგთა უფრო ფართო სპექტრი

Powered By X Studio